კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ბოლო 11 თვის განმავლობაში უკვე მეორედ იმართება

კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ბოლო 11 თვის განმავლობაში უკვე მეორედ იმართება

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 15

კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ბოლო 11 თვის განმავლობაში უკვე მეორედ იმართება. პრემიერ-მინისტრ ალბინ ქურთის „თვითგამორკვევის მოძრაობა“ უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის.

პოლიტიკური კრიზისი თებერვლის არჩევნების შემდეგ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ალბინ ქურთის პარტიამ ვერც უმრავლესობის მოპოვება და ვერც კოალიციური მთავრობის ფორმირება შეძლო. შედეგად, პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი იძულებული გახდა პარლამენტი დაეთხოვა და ვადამდელი არჩევნები დაენიშნა.

პრემიერის მთავარი მოწინააღმდეგე ყოფილი ფინანსთა მინისტრი ბედრი ჰამზაა, რომელიც ამჟამად „კოსოვოს დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეა.

ხანგრძლივმა პოლიტიკურმა კრიზისმა კოსოვოს ფინანსური პრობლემებიც შეუქმნა, სერბეთთან 2023 წელს დაძაბულობის გამო, ევროკავშირმა მას სანქციები დაუწესა.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ შეზღუდვები მას შემდეგ მოიხსნება, რაც ეთნიკურად სერბ მერებს არჩევის შესაძლებლობას მისცემენ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე