უკრაინელებმა სიზრანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და რუსეთის რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს

უკრაინელებმა სიზრანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და რუსეთის რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 15

რუსეთის სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„რუსი აგრესორის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირების ფარგლებში, 28 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა სამარის რეგიონში სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათი ინფორმაციით, ობიექტის წლიური გადამუშავების სიმძლავრე 7-დან 8,9 მილიონ ტონამდე ნავთობს შეადგენს. ასევე აღნიშნულია, რომ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აგრესორის შეიარაღებული ძალების მომარაგებაში მონაწილეობს.

გენშტაბის ცნობით, ქარხნისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბები ზუსტდება.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩერნომორსკესთან, ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმატებით დაარტყა ტერიტორიას, სადაც უეკიპაჟო კატერების შენახვა და ტექმომსახურების გაწევა ხორციელდება, ასევე პონტონურ გადასასვლელს ნიკონოროვკას მახლობლად და „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საწყობს მაკიევკაში, დონეცკის ოლქში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე