როგორც ახალაიამ აღნიშნა, გამოკითხვაზე დაიბარეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერის გამო.
„არ ვიყავი [აქციაზე] იმიტომ რომ არ ვმონაწილეობდი. რომელ აქციაზე მნახეთ? არ დავდივარ აქციებზე. ვერ დავდივარ და იმიტომ. მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ ნახეთ პაატა ბურჭულაძე, მურთაზი და სხვები აირწინაღების გარეშე. არათუ ხელში რაიმე ეჭირათ და რაიმეს ისროდნენ, ელემენტარული ნიღბებიც კი არ ეკეთათ. დამიბარეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერის გამო. ექსპერტიზა ჩატარდება და ვნახოთ“,-აღნიშნა ახალაიამ.
შეგახსენებთ, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც ბაჩო ახალაიამ თითქმის 8 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ძირითადი კითხვები აუდიო ჩანაწერს ეხებოდა.