შემოსავლების სამსახურმა „სარფის“ საბაჟოდან 19 980 კგ გაყინული ქათამი და 1000 კგ თევზი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნა

შემოსავლების სამსახურმა „სარფის“ საბაჟოდან 19 980 კგ გაყინული ქათამი და 1000 კგ თევზი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნა

10-10-2025 20:28
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 631

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციითა და 1 000 კილოგრამი თევზით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას შესაბამისი სპეციალისტების მიერ აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად გამოვლინდა არადამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობისთვის საშიში მახასიათებლების არსებობა, ასევე ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე