ვაშლიჯვარში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდა. აღნიშნულის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, ამჟამად კლინიკის აღჭურვის ეტაპი მიმდინარეობს და პაციენტების მიღება 2026 წლიდან დაიწყება.
„მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დასრულდა და ამჟამად აღჭურვის ეტაპი მიმდინარეობს. კლინიკის ძირითადი სტაციონარი – 103 საწოლი, სამი ძირითადი სტაციონარული განყოფილებით: მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი; დუალური ნოზოლოგიის განყოფილება; ნარკოლოგიური დეტოქსიკაციის განყოფილება; კლინიკას ასევე ექნება სარეაბილიტაციო განყოფილება (30 საწოლი). მენტალური ჯანმრთელობის კლინიკა, რომელიც ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქუჩა N17 ში მდებარეობს, პაციენტების მიღებას 2026 წლის დასაწყისში დაიწყებს“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.