დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთისთვის იმპორტზე ტარიფების მასშტაბურ ზრდას გეგმავს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთისთვის იმპორტზე ტარიფების მასშტაბურ ზრდას გეგმავს

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 109

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ არსებობს ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ორ კვირაში, სამხრეთ კორეაში დაგეგმილი შეხვედრის საფუძველი და აღნიშნა, რომ აშშ ჩინეთისთვის იმპორტზე ტარიფების მასშტაბურ ზრდას გეგმავს.

ტრამპის თქმით, ჩინეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წერილებს უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ იშვიათი მინერალების მოპოვებასა და წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა ელემენტზე ექსპორტის კონტროლის დაწესებას გეგმავს.

„არავის უნახავს მსგავსი რამ, მაგრამ, არსებითად, ეს ბაზრებს „მოკლავს” და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ჩინეთისთვის, ცხოვრებას გაართულებს“, –  განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან აღნიშნულის შესახებ არ უსაუბრია, რადგან „ამის არანაირი მიზეზი არ არსებობდა“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე