საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყო, არ მონაწილეობენ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ და მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცენტრისტული ბლოკის ლიდერმა, ლორან პანიფუმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს საათებში დანიშნავს. მისივე თქმით, ემანუელ მაკრონი პარლამენტის დათხოვნას არ გეგმავს.
ამასთან, პანიფუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხი საპენსიო რეფორმა იყო.