ანი ნადარეიშვილი - სუს-დან მირეკავენ განუწყვეტლივ, აინტერესებთ ვცხადდები თუ არა - ველოდები ჩვენი ოჯახის ადვოკატს

ანი ნადარეიშვილი - სუს-დან მირეკავენ განუწყვეტლივ, აინტერესებთ ვცხადდები თუ არა - ველოდები ჩვენი ოჯახის ადვოკატს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 146

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ის სუს-ში მას შემდეგ მივა, რაც მასთან ოჯახის ადვოკატი მივა, რომელიც ახლა ბაჩო ახალაიასთან იმყოფება.

„მეგობრებო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მირეკავენ განუწყვეტლივ, აინტერესებთ ვცხადდები თუ არა დაკითხვაზე. განვუმარტე, რომ რა თქმა უნდა ვცხადდები, უბრალოდ ველოდები ჩვენი ოჯახის ადვოკატს, რომელიც შევაგზავნე ბაჩოსთან, მას მერე რაც გავრცელდა ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. როგორც კი ადვოკატი გამოვა, მივალთ ერთად, მარტო არ მივდივარ შეგნებულად, რომ ბაჩოსავით არ დამემართოს ის, რომ ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩემი ოჯახი გარეთ.

ამას იმიტომ ვწერ, რომ იცოდეთ, თუ სახლში, სადაც მე და ჩემი შვილები ვართ, მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია“, - წერს ნადარეიშვილი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე