ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 127

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს შეკრებისა და­ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების უფლებების დაცვას.

არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ“ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ მიიღო და აამოქმედა არაერთი კანონი, რომლებიც კრძალავს რესურსების მიღებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან, ახდენს თანამოქალაქეთა დახმარების კრიმინალიზებას და მოითხოვს ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ ღირსების შემლახავ “უცხო ქვეყნის აგენტების“ რეესტრში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა, ხოლო ნაწილი - დარჩენილი მინიმალური რესურსებითა და პირადი ძალისხმევით კვლავ განაგრძობს მოქალაქეების დაცვას.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების უფლებების დაცვას.

ქსელის საქმიანობის მიღმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სამართლებრივ დახმარებას ასევე უწევს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებს.

ამ დრომდე ქსელის ცხელი ხაზით 10 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა.

ადვოკატებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 450-მდე პირი მოინახულეს იზოლატორებში და გაუწიეს როგორც პირველადი სამართლებრივი დახმარება, ასევე მათი დიდი უმრავლესობის უფლებები სასამართლო პროცესებზე დაიცვეს.

სამართლებრივი დახმარების ქსელი ასევე 1400-მდე პირს დაეხმარა უსამართლო ჯარიმების გასაჩივრებაში და სასამართლო წარმომადგენლობა განახორციელა“, - ვკითხულობთ არასამთავრობოთა ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“;

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“;

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„უფლებები საქართველო“;

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“;

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“;

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“;

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე