Politico - ლატვია ქვეყნიდან 800-ზე მეტ რუსს აძევებს

Politico - ლატვია ქვეყნიდან 800-ზე მეტ რუსს აძევებს

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 133

ლატვია ქვეყნიდან 800-ზე მეტ რუსს აძევებს. ამის შესახებ გამოცემა Politico-ს ლატვიის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო საკითხების ოფისმა შეატყობინა.

კერძოდ, ლატვიის მთავრობამ რუსეთის 841 მოქალაქეს ქვეყნის 13 ოქტომბრამდე დატოვების შესახებ შეატყობინა მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების არშესრულების გამო.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლატვიამ ცვლილებები შეიტანა იმიგრაციის შესახებ კანონში და რუსეთის მოქალაქეებისთვის თავის ტერიტორიაზე ყოფნის პირობები გაამკაცრა.

ქვეყანაში ლეგალურად დასარჩენად რუსეთის მოქალაქეებს აპლიკაცია უნდა შეეტანათ ევროკავშირის დიდი ხნის რეზიდენტის სტატუსისთვის, ლატვიური ენის A2 დონეზე ცოდნა უნდა ეჩვენებინათ და 2025 წლის 30 ივნისამდე უსაფრთხოებისა და ბექგრაუნდ შემოწმება უნდა გაევლოთ.

რუსეთის დაახლოებით 30 ათასი მოქალაქისგან უმრავლესობამ მოთხოვნები შეასრულა, დაახლოებით 2,600-მა ნებაყოფლობით დატოვა ლატვიის ტერიტორია, ხოლო 841-მა რუსმა ვერ მოასწრო საჭირო დოკუმენტების დროულად შეტანა.

მათ ქვეყანა 13 ოქტომბრამდე უნდა დატოვონ, რის შემდეგაც ქვეყანაში მათი ყოფნა უკანონო ხდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე