ლაგოდეხში 57 წლის კაცი მოკლეს

ლაგოდეხში 57 წლის კაცი მოკლეს

4 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 217

ლაგოდეხში 57 წლის კაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ვაშლოვანის ქუჩაზე დილით მოხდა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებული რ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ გ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე