ლატვია რუსეთის 841 მოქალაქეს ქვეყნის დასატოვებლად ვადას 13 ოქტომბრამდე აძლევს

ლატვია რუსეთის 841 მოქალაქეს ქვეყნის დასატოვებლად ვადას 13 ოქტომბრამდე აძლევს

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 117

ლატვიამ რუსეთის 841 მოქალაქეს 13 ოქტომბრამდე ქვეყნის დატოვება უბრძანა, მას შემდეგ, რაც მათ ვერ შეძლეს ლატვიური ენის ცოდნის დადასტურება და სავალდებულო უსაფრთხოების შემოწმების გავლა. ინფორმაციას POLITICO.EU ავრცელებს.

2022 წლის დასაწყისში რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბური შეჭრის შემდეგ, ლატვიამ მიიღო იმიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები – და კიდევ უფრო გაამკაცრა იგი 2024 წელს – რითაც წესები უფრო მკაცრი გახადა ბალტიისპირეთის ქვეყანაში დარჩენის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

შესწორებების თანახმად, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყანაში ლეგალურად დარჩენისთვის უნდა მიმართონ ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტის სტატუსზე, დაამტკიცონ ლატვიური ენის A2 დონის ცოდნა და გაიარონ უსაფრთხოებისა და წარსულის შემოწმება 2025 წლის 30 ივნისამდე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე