ლატვიაში ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტების გაშუქების პლატფორმა შეიქმნა

ლატვიაში ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტების გაშუქების პლატფორმა შეიქმნა

06-12-2024 17:51
კატეგორიები: მსოფლიო

ლატვიის ჟურნალისტთა ასოციაციამ (LŽA) შექმნა პლატფორმა, სადაც ყველას, მათ შორის, თავად ჟურნალისტებს, შეუძლია გაავრცელონ ინფორმაცია ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების, აგრეთვე სოციალურ მედიაში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ მიმართ ძალადობის, შევიწროების და დაშინების ფაქტების შესახებ. 4 დეკემბერს ამის შესახებ თავად LŽA-მ გაავრცელა ინფორმაცია.

 

ჟურნალისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს მედიის მუშაკების წინაშე შექმნილი საფრთხეების იდენტიფიცირებისა და შერბილებისთვის. „მტკიცებულებათა ბაზის შექმნა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე ლატვიაში არც ერთი დაწესებულება ან ორგანიზაცია არ აგროვებს ჟურნალისტების დევნის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას“, — აცხადებს LŽA.

 

ჟურნალისტთა ასოციაციის აზრით, მოხსენების ან ანგარიშის შედგენა-გამოქვეყნების პრაქტიკა ლატვიური მედიისთვის სიახლეა და ის შექმნის ფაქტობრივ საფუძველს, რომ საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა მტკიცებულებებზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის მათი მხრიდან თავის მართლებას, თითქოს, ასეთი პრობლემის არსებობა მათთვის უცნობი იყო. LŽA-ს განცხადებით, ეს ნაბიჯი ჟურნალისტების დაცვის გაუმჯობესებასაც წაადგება.

 

მოხსენების/ანგარიშის შედგენის გასაადვილებლად და ინფორმაციის შეგროვების უზრუნველსაყოფად, LŽA -ს ვებსაიტზე დაინსტალირებულია სპეციალური ღილაკი „შეტყობინება“ — პლატფორმა, სადაც შესაძლებელია შეტყობინებების ატვირთვა ძალადობის, სიძულვილის ენის გამოყენების ან შევიწროების ფაქტების შესახებ. მოხსენება ასევე შეიძლება წარდგენილი იყოს ანონიმურად. ახლადშექმნილ საიტზე ინფორმაციის გაგზავნა ინციდენტის შემსწრე ჟურნალისტებს და სხვა პირებსაც შეუძლიათ.

 

სოციალურ ქსელებს ასევე აქვთ ანგარიშები, რომელშიც ყველას შეუძლია მონიშნოს ისეთი პუბლიკაციები, სადაც მედიის მუშაკების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება, ძალადობა, შევიწროება ან დაშინება ფიქსირდება.

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში ლატვიაში და, საერთოდ, მთელ მსოფლიოში ჟურნალისტების უსაფრთხოების მდგომარეობა გაუარესდა. ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში 55 ჟურნალისტი დაიღუპა, 2022 წელს — 63, 2023 წელს — 55, მიმდინარე წელს კი მოკლული ჟურნალისტების რაოდენობამ უკვე 50-ს გადააჭარბა.

 

ლატვიაში, ბოლო წლებში, ინტერნეტსა და რეალურ ცხოვრებაში, ჟურნალისტების შევიწროების რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ მათ შესახებ ოფიციალური მონაცემები დღემდე არ გროვდებოდა.

 
პოსტი ნახა: 337


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!