ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა დღევანდელ პროცესზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა დღევანდელ პროცესზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 104

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულმა გელა უძილაურმა დღევანდელ პროცესზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

ადვოკატებთან რამდენიმეწუთიანი კონსულტაციის გავლის შემდეგ, უძილაურმა, როგორც პროკურატურის მოწმედ, ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

„არ სურს პროკურორს ჩვენება მისცეს",- განაცხადა მისმა ადვოკატმა.

გელა უძილაური შემდეგ სასამართლო პროცესზე, როგორც დაცვის მხარის მოწმე, ასე მისცემს ჩვენებას, თუ საბოლოო სიტყვით ისარგებლებს, ეს ჯერ უცნობია.

ამასთან, პროცესზე გაირკვა, რომ მოწმის სახით გამოძახებულმა მამუკა ბაღდავაძემ გელა უძილაურის საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. თუმცა, ის ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე, სადაც ბრალდებულია, ჩვენებას მისცემს.

სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა კიდევ ერთმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ სანდრო წივწივაძის ძმამაც.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.

შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე