4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ევა შაშვიაშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ევა შაშვიაშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 124

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ევა შაშვიაშვილის ადვოკატის, ამირან ბურდულის განცხადებით, დაცვის მხარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს, რადგან დაკავებულს პრობლემები აქვს.

„ალბათ, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნასაც მოვითხოვთ, პრობლემები აქვს მასაც და ოჯახის წევრსაც, მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს. დუმილის უფლებას ირჩევს. ბრალის დადგენილებაში წერია - „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა". თვითონ ამბობს, ერთი ქვა ვისროლეო, მეტი არაო. ძალიან ვრცელია საქმის მასალა და მე არ გავცნობივარ, დაახლოებით 1000 გვერდია. სხვა ფიგურანტებს არ იცნობს, როგორც მითხრა. ვინაიდან ოჯახური მდგომარეობა მძიმე აქვს, ალბათ, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს თანხით შეფარდებას მოვითხოვ. მოგეხსენებათ, მინიმალური 1000 ლარია, მაგრამ მეტს მოვითხოვ“, - განაცხადა ადვოკატმა, ამირან ბურდულმა.

ფოტო: IPN



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე