თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, 19 ცნობილი ადამიანი, მათ შორის მომღერლები და მსახიობები, ანალიზის ჩასატარებლად და ჩვენების მისაცემად შესაბამის დაწესებულებებში გადაიყვანა

თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, 19 ცნობილი ადამიანი, მათ შორის მომღერლები და მსახიობები, ანალიზის ჩასატარებლად და ჩვენების მისაცემად შესაბამის დაწესებულებებში გადაიყვანა

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 93

თურქეთის ხელისუფლებამ ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

თურქული მედიის ცნობით, გამოძიება ეხება საზოგადოებისთვის ცნობილ 19 სახეს, მათ შორის მომღერლებს: ჰადიზე აჩიკგოზსა და ირემ დერიჯს, მსახიობებს: დემეთ ევგარსა და ბერაკ თუზუნატაჩს, ასევე სოციალური მედიის წარმომადგენლებს დუიგუ ოზასლანსა და დერინ ტალუს.

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიება ეხება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ “ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების მოხმარების” დანაშაულს. ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ გამოძიება არ მოიცავს დაკავების ორდერებს, მაგრამ მოითხოვს პირების ჩვენების მიცემას და სისხლის ანალიზის ჩაბარებას.

სტამბოლის პროვინციის ჟანდარმერიის სარდლობამ ოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანების დიდი ჯგუფი სისხლის ნიმუშების ასაღებად ჯანდაცვის ცენტრებში, შემდეგ კი ჩვენების მისაცემად ჟანდარმერიის სარდლობაში გადაიყვანეს.

პროკურატურის სიაში შედიან ცნობილი მომღერლები, მსახიობები, ტელევიზიის სახეები და სოციალური მედიის ინფლუენსერები. მათ შორის არიან: ზინეტ სალი, კუბილაი აკა, კაან ილდირიმი, მერთ იაზიჯიოღლუ, მეთინ აკდულგერი, ჯერენ მორაი, ოზგე ოზპირინჩი, ენგინ პოლატი, დილან პოლატი, დერენ ტალუ, ზეინეპ მერიჩ არალი, ბირჯე აკალაი და ადვოკატი ფეიზა ალთუნი.

პროკურატურამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება შემოიფარგლება ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებების გადამოწმებით და ამ ეტაპზე არ ვრცელდება დაკავებებზე ან ბრალის წარდგენაზე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე