"ლივერპულის" 28 წლის ფეხბურთელი დიეგუ ჟოტა, ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

"ლივერპულის" 28 წლის ფეხბურთელი დიეგუ ჟოტა, ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

6 საათის წინ
კატეგორიები: სპორტი მსოფლიო
პოსტი ნახა: 215

პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ 28 წლის ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ძმასთან, ანდრესთან ერთად ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლამბორგინის მარკის მანქანას საბურავი გაუსკდა, გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ჟოტა ამ კუბ­ში 2020 წლი­დან თა­მა­შობ­და, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა "ლი­ვერ­პულ­ში" 123 მატ­ჩი გა­მარ­თა და 47 გოლი გა­ი­ტა­ნა. დი­ო­გუ სხვა­დას­ხვა დროს "პა­კოშ დე ფე­რე­ი­რას", მად­რი­დის "ატ­ლე­ტი­კოს", "პორ­ტუ­სა" და "ვულვზის" ღირ­სე­ბას იცავ­და.

გა­მო­ცე­მა The Sun - ი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ გა­სულ კვი­რას ჟოტა და­ქორ­წინ­და თა­ვის პარტნი­ორ რუტე კარ­დო­ზო­ზე, რო­მელ­თა­ნაც 3 შვი­ლი ჰყავს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე