ლოს ანჯელესში მდებარე სახლი, რომელიც ოთხშაბათს 3-მა პირმა გაძარცვა, ბრედ პიტის საკუთრებაა. ამის შესახებ გამოძიებასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა განაცხადეს.
პოლიციის ოფიცერ დრეიკ მედისონის თქმით, ოთხშაბათს ღამით, 22:30 საათზე, სახლში წინა ფანჯრიდან 3 მძარცველი შევიდა, ნივთები გაჩხრიკეს და ზოგი მათგანი წაიღეს.
ზარალის ოდენობა და სხვა დამატებითი და უფრო ზუსტი დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არაა. პოლიციას ჯერჯერობით არც ეჭვმიტანილები დაუკავებია.
პიტის წარმომადგენლებს CNN-ი დაუკავშირდა, თუმცა კომენტარი არც ერთმა მათგანმა გააკეთა. თავად მსახიობი ფილმ „F1“-ის პრემიერაზე იმყოფებოდა.