სასწრაფოს პარამედიკოსმა უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს გული აუმუშავა

სასწრაფოს პარამედიკოსმა უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს გული აუმუშავა

29-06-2025 02:15
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 841

თბილისში, სასწრაფოს პარამედიკოსმა ირაკლი ხეჩიკაშვილმა უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს გული აუმუშავა და სიკვდილს გადაარჩინა, - ინფორმაციას Facebook-გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს. 

"თბილისის სასწრაფო დახმარების მე-7 ფილიალის 0732 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუა ხნის მამაკაცი ლოგინზე უგონო მდგომარეობაში დახვდა, არ აღინიშნებოდა პულსი მაგისტრალურ არტერიაზე არ იყო სუნთქვა.

ბრიგადის ექიმებმა მამაკაცი დაუყოვნებლივ აიყვანეს მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. სამედიცინო პერსონალმა დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. ზეწოლების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ავტომატური მოწყობილობა - სიპიარ ტუმბო.

პარამედიკოსმა ირაკლი ხეჩიკაშვილმა პაციენტი დააინტუბირა, გამოიყენეს ელექტროშოკი 150 ჯოული, ელექტროშოკის შემდეგ წამოვიდა პულსგარეშე ელექტრული აქტივობა. შემდეგ პროტოკოლი შეიცვალა და გაგრძელდა ასისტოლიის (PEA) ალგორითმით.

სამი სრულფასოვანი ციკლის შემდეგ წამოვიდა პულსაცია მაგისტრალურ არტერიაზე, ექიმებმა პაციენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ფარზე.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი თბილისი ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მარჯვენა კორონარული არტერიის ოკლუზია დადასტურდა.

ჩაუტარდა ინტერვენციული მკურნალობა - კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით. ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

#გვეამაყება

პარამედიკოსი ირაკლი ხეჩიკაშვილი

უმცროსი ექიმი საბა ნიჟარაძე

მძღოლი ლავრენტი ნამგალაური

#შენისიცოცხლისგადასარჩენად", - ვკითხულობთ პოსტში. 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე