ლუკა კურტანიძე დააკავეს

ლუკა კურტანიძე დააკავეს

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 638

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.

კურტანიძეს ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთში მოხდა. მიქაცაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

მისივე განმარტებით, ელდარ [ლუკა] კურტანიძის მიმართ შეკავებელი ორდერიც იყო გამოწერი და მასთან მიახლოება ეკრძალებოდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე