მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკებები, რადგან მოლაპარაკებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ჯერ არც დაწყებულა, არ არსებობს ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილება

მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკებები, რადგან მოლაპარაკებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ჯერ არც დაწყებულა, არ არსებობს ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილება

12 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა Euronews-თან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.

„ჩვენ ევროპული ინტეგრაციის პროცესი არ შეგვიჩერებია. ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკებები, იმიტომ, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ჯერ არც დაწყებულა, რადგან არ არსებობს ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილება“, - თქვა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პირველი დიპლომატი 28 ნოემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ამის შემდეგ თბილისის ქუჩებში ხალხის პროტესტსაც შეეხო.

„რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება პროტესტის, მშვიდობიანი პროტესტის. სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ჩვენ ამ პროტესტს მშვიდობიანს ვერ ვუწოდებთ, იმიტომ, რომ ფეიერვერკებით შეიარაღებულ მოძალადე ჯგუფებს მიზანში პოლიციელები ჰყავდათ ამოყვანილი. დაახლოებით 200 პოლიციელი დაშავდა. მათ ნაწილს ძალიან სერიოზული დაზიანებები აქვს. რთულია იმის თქმა, რომ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ ყველა ცნობა პოლიციელის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ გამოძიებული უნდა იყოს და ძალადობა, რა თქმა უნდა, ორივე მხრიდან არის დასაგმობი.

პოსტი ნახა: 86


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!