ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2024 წლის საუკეთესო ფალავნად ამავე წლის ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დაასახელა.
„30 წლის ქართველმა რეიტინგი საუკეთესო შედეგით, 68 200 ქულით დაასრულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია აღნიშნავს, გენო პეტრიაშვილის შედეგები ემყარება 2024 წელს ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, ხორვატიისა და უნგრეთში გამართულ ტურნირებში დაფიქსირებულ შედეგებს.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საუკეთესოს ტიტული იაპონელ ნაო კუსაკას ხვდა.
ხოლო რაც შეეხება ქალთა ჭიდაობას, საუკეთესოდ თურქი ბუსე თოსუნი დასახელდა.