მამუკა მდინარაძე - ჩვენ ნატო-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს, შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

მამუკა მდინარაძე - ჩვენ ნატო-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს, შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

10-06-2025 15:38
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 315

ჩვენ ნატო-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს, შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს ქვეყნების ჯარების მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად.

„რამდენიმე წლის წინ თითოეული პოზიტიური განცხადება გვიხაროდა და თითოეული კრიტიკული განცხადების მიმართ სენსიტიურები ვიყავით. ჩვენთვის უკვე აღმოჩენილი იყო და შემდეგ ქართველმა ხალხმაც აღმოაჩინა, რომ თითოეული განცხადების უკან განცხადებათა ავტორების ინტერესები იმალებოდა. ეს ბუნებრივი ამბავია, ახალი არ არის. როცა საქართველო სხვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებიდან გამოდის. არცერთი გერმანელის, ფრანგის, ამერიკელის და ბრიტანელის განცხადება არ გვიკვირს, სადაც უპირატესია მათივე ქვეყნის ან იმ ძალების ინტერესები, რომელთაც ისინი წარმოადგენენ. ეს ბუნებრივი ამბავია. თუმცა, გვიკვირს საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც მხარს სხვას უჭერენ და არა საკუთარ სახელმწიფოს და სამშობლოს. როცა ეს განცხადება პოზიტიურია, ეს კარგია, მაგრამ მოქმედება უფრო მთავარია.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს ქვეყნების ჯარების მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობისთვის. ასე გვჯეროდა და ასე გვინდა, მომავალშიც გვჯეროდეს. საქართველო ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია. საქართველომ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლითაც კი დაამტკიცა, რომ ერთგულია ღირებულებებისა და მშვიდობის უპირატესი ინტერესით. სამწუხაროდ, ეს ინტერესები შეიცვალა და შემდეგ ვიღაცას მოუნდა, რომ საქართველო ომის ინტერესების თანაზიარი ყოფილიყო. ამაზე ვიღაცებს არ შევყევით და ბილო წლების განმავლობაში „კრიტიკა“ მივიღეთ. მაშინ, როცა საუბარი იყო მშვიდობისთვის ბრძოლაზე, ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ და სამწუხაროდ, ამ ბრძოლებში დაღუპული და დასახიჩრებული ქართველი ჯარისკაცები გვყავს. ჩვენ შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს. შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე