საქართველოს საპენსიო ფონდი ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის მაისის თვის შედეგებს აქვეყნებს.
საპენსიო ფონდის ინფორმაციით, ფონდის აქტივებმა მაისის ბოლოსთვის – 6.9 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.7 მილიარდ ლარს მიაღწია.
„2025 წლის მაისი ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა საერთაშორისო საფონდო ბირჟებისთვის – აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შემსუბუქებამ და ინვესტორთა განწყობების გაუმჯობესებამ მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე აქციების ფასების ზრდა გამოიწვია, რაც დადებითად აისახა საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელებზეც.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა მაისის ბოლოსთვის – 6.9 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.7 მილიარდ ლარს მიაღწია.
გლობალური ბაზრების ზრდა განსაკუთრებით პოზიტიურად აისახა დინამიკურ პორტფელზე და მაისის თვის ამონაგებმა 2.42% შეადგინა. ამავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგები, შესაბამისად, 1.84% და 1.25% იყო. პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება საერთაშორისო აქციების პროპორციაა: დინამიკური – 47.9%, დაბალანსებული – 30.3%, კონსერვატიული – 16.3%.
აღსანიშნავია, რომ მაისის თვის ძლიერი შედეგების ფონზე დინამიკური პორტფელი ლიდერობს. პორტფელების დაარსებიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე გაწლიურებულმა ამონაგებმა დინამიკური პორტფელისთვის 13.0% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები, შესაბამისად, 12.3% და 11.4% იყო“, – ნათქვამია საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციაში.