მამუკა მდინარაძე ივანიშვილ-მაკრონის სატელეფონო საუბარზე - გუშინდელმა საუბარმა მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, მით უმეტეს, როდესაც ტრამპისა და მაკრონის შეხვედრა შედგა, ამ ფონზე ისინი ასეთ ზარს არ ელოდნენ

მამუკა მდინარაძე ივანიშვილ-მაკრონის სატელეფონო საუბარზე - გუშინდელმა საუბარმა მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, მით უმეტეს, როდესაც ტრამპისა და მაკრონის შეხვედრა შედგა, ამ ფონზე ისინი ასეთ ზარს არ ელოდნენ

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

გუშინდელმა საუბარმა მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია იმიტომ, რომ ისინი ასეთ კომუნიკაციას არ ელოდნენ. მით უმეტეს, როდესაც ტრამპის და მაკრონის შეხვედრა შედგა, ამ ფონზე ისინი ასეთ ზარს არ ელოდნენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

მისი თქმით, საუბარი შეეხო პატიმრების გათავისუფლებას თუმცა გასაგებია, რომ ყველა მოძალადე შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსით აგებს პასუხს.

მისი თქმით, ოპოზიცია ივანიშვილსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარმა თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა.

„მინიმუმ სამ საკითხში ვემთხვევით ერთმანეთს. ტრამპიც ამბობს, რომ უნდა დამთავრდეს ომი უკრაინაში და ეს სუბიექტურად საქართველოს აწყობს, იმიტომ რომ მის მიმართ წნეხი და მეორე ფრონტში ჩართვის ინტერესი ქრება. და ორი მთავარი საკითხი, რაც პრინციპულ საკითხებად ავიღეთ, ეს არის „გამჭვირვალობის კანონი“ და „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ტრამპის და მისი გარემოცვის პოზიციები, აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენსას. ანუ როგორც მინიმუმ, სხვა რომ არაფერი შეიცვალოს, სამ საკითხთან დაკავშირებით შეიცვლება დამოკიდებულება აშშ-ის, რაც ბუნებრივია გაგვიიოლებს ამ პოლიტიკურ ბრძოლებს. ამიტომ გუშინდელმა ზარმა ოპოზიცია რეალურად ჩამოშალა. თავის მართლების პოზიციიდან გამოდიან და დატუქსა და რაღაც სისულელეებს ამბობენ. პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინას მოუწია იმ დეტალებზე საუბარი და ჩვენ, შესაბამისი განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რას შეეხებოდა ეს საუბარი. შეეხებოდა მათ შორის პატიმრების გათავისუფლებას, ამას თავისი საკანონმდებლო საფუძველი უნდა ჰქონდეს. მოძალადე შესაბამისი კანონით აგებს პასუხს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანი თავისი წესით აგებს პასუხს, ისინი უფრო მალე გათავისუფლდებიან. სხვა ადამიანები, რომლებიც მიცემული არიან პასუხისგებაში, გაგრძელება ჩვეულებრივად პროცესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოსტი ნახა: 63


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!