რატი იონათამიშვილი - ჩვენ ვიცით, ბატონი გვარამია, როგორ ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს და ეს, ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა და ახლა ჩვენ დანაშაულის სავარაუდო რეციდივთან გვაქვს საქმე

რატი იონათამიშვილი - ჩვენ ვიცით, ბატონი გვარამია, როგორ ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს და ეს, ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა და ახლა ჩვენ დანაშაულის სავარაუდო რეციდივთან გვაქვს საქმე

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „მთავარი არხის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა სახეზე დანაშაულის სავარაუდო რეციდივია.

„ჩვენ ვიცით, ბატონი გვარამია, როგორ ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს და ეს, ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის რეციდივთან გვაქვს სავარაუდოდ საქმე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვიკვირს ვინაიდან, როდესაც ადამიანი ორიენტირებულია დანაშაულის ჩადენაზე ის ამ ზნეს, როგორც წესი, არ იცვლის და აქაც ჩანს ამ ადამიანების მანკიერი მხარე, რომ ფულის გულისთვის პირადი სარგებლის გულისთვის, მზად არიან გაწირონ ყველა და ყველაფერი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აცხადებს, რომ: „გვარამიასა და გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად“.

11 დეკემბერს გიორგი გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე.

პოსტი ნახა: 55


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!