მამუკა მდინარაძე მაკრონი-ტუსკი-მერცის განცხადებაზე - დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ?! აი, ვის და რაზე ველაპარაკებით?!

მამუკა მდინარაძე მაკრონი-ტუსკი-მერცის განცხადებაზე - დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ?! აი, ვის და რაზე ველაპარაკებით?!

27-05-2025 14:46
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 291

დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის და რაზე ველაპარაკოთ?! - დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც დიალოგის შესახებ მაკრონი-ტუსკი-მერცის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში „ჩვენ დამოუკიდებლობის ასეთი ხარისხი არ გვქონია“.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ყველა მოლაპარაკება, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმება, მიმართული იყო იმისკენ, „თუ რას ჩამოგვციცქნიდნენ სუვერენიტეტიდან და თუკი ასეთი დიალოგები უნდა წარიმართოს, ამ დიალოგზე ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება აღარასდროს დაჯდება".

„დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ?! აი, ვის და რაზე ველაპარაკებით?! დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება! ნებისმიერი მიმართულებით რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მონაპოვარი დღეს. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, მე მიმაჩნია და არ მგონია, გულწრფელად მოფიქრალ ქართველს სხვაგვარად მიაჩნდეს, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი დღევანდელი დღის, ჩვენი ხელისუფლების არის საქართველოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებლობის ასეთი ხარისხი არ გვქონია და ეს უზრუნველყოფს დანარჩენს ყველაფერს - პროგრესს, რეალურ ევროინტეგრაციას და არა შანტაჟისთვის გამოყენებულ რაღაც ბერკეტებს. ყველა მოლაპარაკება, ყველა დიალოგი, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმება, მიმართული იყო რას ჩამოგვციცქნიდნენ სუვერენიტეტიდან, სად შეგვზღუდავდნენ, სად იქნებოდა გარე ბერკეტი მეტი, ვიდრე შიდა და თუკი ასეთი დიალოგები უნდა წარიმართოს, ამ დიალოგზე ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება აღარასდროს დაჯდება," - განაცხადა მდინარაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე