მარია ზახაროვა - ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ოქროს გუმბათის“ პროექტი სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის

მარია ზახაროვა - ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ოქროს გუმბათის“ პროექტი სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის

27-05-2025 14:49
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 313

ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ოქროს გუმბათის“ პროექტი სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს უკვე აშშ-ის უკიდურესად საშიში დოქტრინის მატერიალური გამოხატულებაა, რომელიც გულისხმობს ე.წ. პრევენციულ და რეალურად განიარაღების მიზნით დარტყმების განხორციელებას. ეს ავანტიურული მიდგომაა და სტრატეგიული სტაბილურობის საფუძვლებს ძირს უთხრის“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, „ოქროს გუმბათის“ პროექტი კოსმოსში სამხედრო ოპერაციების ჩატარების მიზნით შეიარაღების გაძლიერებას ითვალისწინებს.

„მსგავსი ქმედებები კი იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ კოსმოსი დაპირისპირების არენად იქცეს“, - აღნიშნა ზახაროვამ



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე