საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედროები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედროები დააჯილდოვა

27-05-2025 15:07
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 775

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან ჯარისკაცებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.

თავდაცვის ძალებში ტრადიციად დამკვიდრდა კვარტალში ერთხელ საუკეთესო სამხედროების გამოვლენა; ამჯერად, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ – კაპიტანი თორნიკე სამაკაშვილი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული, კაპიტანი ვალიკო ლობჟანიძე, უფროსი სერჟანტი გიორგი ალავერდაშვილი და უფროსი ლეიტენანტი ნიკოლოზ კიკაძე.

თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედროებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით არჩევენ, მათ შორის დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდში მუშაობის უნარით.

პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე