თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ერთმანეთს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დასრულდა, სასამართლოს ფოიეში, სხვა პროცესზე დამსწრეებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რასაც გიორგი ვაშაძე შეესწრო. ვაშაძემ მანდატურებს მიმართა და ჰკითხა, „ქალებს რატომ ურტყამდნენ“. თავის მხრივ, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა გიორგი ვაშაძეს მიუთითეს, რომ შენობიდან გარეთ გასულიყო და „თავისი საქმისთვის მიეხედა“.
„გაბრძანდით გარეთ და საქმეს მიხედეთ“, - მიმართა მანდატურმა გიორგი ვაშაძეს.
ვაშაძემ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს „უნამუსოები“ უწოდა.
საბოლოო ჯამში, გიორგი ვაშაძე და ის პირები, რომლებიც მანამდე მანდატურის სამსახურთან კამათობდნენ, ასევე მანდატურებმა სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს.
[ფოტო: newson.ge]