გორის სახელმწიფო უნივერისტეტში სასწავლო წელი დასრულდა. პარარელურად მიმდინარეობს კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება. გავრცელებული ინფორმაციით, უნივერისტეტს საკმარისი ,,მანტიები” არ აქვს და საგანმანათლებლო დაწესებულება პირველ ეტაპზე ,,მანტიებს” სტიპენდიანტებზე გასცემს.
სტუდენტების თქმით, მსგავსი პრობლემა ყოველ წელს არის, თუმცა მოგვარებაზე და მის შეკერვაზე არავინ ზრუნავს. ისინი უნივერისტეტის ადმინისტრაციას დისკრიმინაციაშიც ადანაშაულებენ და თვითმმართველობას უყურადღებობაში ამხელენ.
,,არასწორი ინფორმაცია ვრცელდება მანტიებთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე მანტიებს გასცემენ სტიპენდიანტებზე ფაკულტეტებიდან გადმოცემული სიების მიხედვით. თუმცა ფოტოსესიისთვის ყველას შეეძლება მანტიის მორგება და სურათის გადაღება .
ფიტოსესია 12:00 საათზეა ჩანიშნული 6 აგვისტოს " - წერია სტუდენტებისთვის შექმნილ ჯგუფში.
შეგახსენებთ, რომ სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რესტორან „ვილა პარკს“ 7239 ლარი გადაუხადა სუფრისთვის, რომელიც სპეციალურად უნივერისტეტის საიუბილეო ღონისძიებისთვის გაიშალა. იუბილეზე მოწვეულნი იყვნენ: განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი, თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშია და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
უნივერისტეტის ინფორმაციით, სუფრაზე არ იმყოფებოდნენ გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი და ჯაბა სამუშია.
აღსანიშნავია, რომ თანხის გადარიცხვა განხორციელდა 2025 წლის 16 ივლისს, როგორც ანგარიშფაქტურაშია აღნიშნული.
ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ სუფრა უნდა გაშლილიყო იმ პირებისთვის, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ გორის უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე.