მარგუს ცაჰკნა - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს

მარგუს ცაჰკნა - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს

31-05-2025 14:29
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 392

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც დღეს ამოქმედდა, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც დღეს ამოქმედდა, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს. კანონი არღვევს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, კრიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას აჩუმებს და საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაჰყავს“, - წერს მარგუს ცაჰკნა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე