მარნეულში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა დღეს საღამოს, მე-5 სკოლასთან მოხდა, რა დროსაც BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებული მოსწავლე სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.