მედია - აშშ დეკემბრიდან ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში ძალების შემცირებას გეგმავს

მედია - აშშ დეკემბრიდან ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში ძალების შემცირებას გეგმავს

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 195

შეერთებული შტატები გეგმავს დეკემბერში თავისი ჯარების ნაწილის გაყვანას ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kiev Post-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ იმ ფონზე, როცა რუმინეთიდან აშშ-ის როტაციული ბრიგადის დაგეგმილი გაყვანის გამო აღშფოთება იზრდება, რამდენიმე წყარომ Kyiv Post-ს განუცხადა, რომ ეს ცვლილება მხოლოდ დასაწყისია.

გამოცემის წყაროების ცნობით, დახურულ კარს მიღმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოკავშირეებს აცნობეს, რომ რუმინეთში დაგეგმილი შემცირებები მხოლოდ პირველი ფაზაა და ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში შემდგომი შემცირება დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

Kiev Post-ის ინფორმაციით, ორმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა, რომლებიც აშშ-ის ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულები არიან, განაცხადეს, რომ პენტაგონი ძალების ზომიერ შემცირებას განიხილავს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ ევროპული სახმელეთო ძალები ახლა უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე წინა წლებში ამიტომ, კონტინენტზე ამერიკული ყოფნის ნაწილობრივი გადახედვა „მიზანშეწონილია“.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-მ ასევე აცნობა თავის მოკავშირეებს, რომ მისი ჯარების გაყვანა, სავარაუდოდ, 2026 წელს გაგრძელდება, მიმდინარე როტაციული განლაგების დასრულების შემდეგ.

Kiev Post-ი წერს, რომ შეშფოთებული მოკავშირეების დასამშვიდებლად, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ-ის ჯარების დონე პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში - ალიანსის ყველაზე გამაგრებულ აღმოსავლეთ პოზიციებში - უცვლელი დარჩება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე