რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს, დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს, დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 233

უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად თერთმეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 31 ოქტომბრის ღამეს, რუსეთმა სუმის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმების სერია განახორციელა.

ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, ზედა სართულებზე ხუთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, თავდასხმის შედეგად კერძო სექტორში ორ დამხმარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა, აფეთქების ტალღამ კი ხუთბინიანი ერთსართულიანი შენობა დააზიანა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე