მედია - დანიის საგარეო უწყების განმარტებით, ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს მიწვევას აზრი არ ჰქონდა

მედია - დანიის საგარეო უწყების განმარტებით, ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს მიწვევას აზრი არ ჰქონდა

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 119

მას შემდეგ, რაც საქართველომ 2024 წელს გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებდა, მის მოწვევას კოპენჰაგენში, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებისა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, აზრი არ ჰქონდა, - უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას” ცნობით, ამის შესახებ მათ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ გადაწყვიტეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. ამ კონტექსტში, დანიის თავმჯდომარეობა მიიჩნევს, რომ აზრი არ აქვს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, მინისტერიალებზე მოწვევას“, - განუმარტეს გამოცემას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, დანიის თავმჯდომარეობამ განმარტა, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების 2024 წლის ივნისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია“.

ცნობისთვის, 1-2 სექტემბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ევროპის საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ ყოფილა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე