ნინო დათაშვილი - მოქალაქეებო, სად ხართ? რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით? - ადამიანები ციხეს ვუძლებთ, რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია

ნინო დათაშვილი - მოქალაქეებო, სად ხართ? რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით? - ადამიანები ციხეს ვუძლებთ, რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 269

საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ? რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით? -ადამიანები ციხეში ვსხედვართ და ციხეს ვუძლებთ. რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი ნინო დათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ციხეში ყოფნა მისთვის ყველაზე აუტანელი იმიტომ არის, რომ ვერ მიდის აქციაზე.

„საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ?

რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით?

რატომ უწევთ ჭიდაობა სამოქალაქო აქტივისტებს რუსთაველის გადასაკეტად?

ეს ქვეყანა თქვენი არაა?

ისტორია გადაგიწერეს, ომი საქართველომ დაიწყოო. „ვარდების რევოლუცია“ გადატრიალება იყოო, ისტორიის სახელმძღვანელოები უნდა შევცვალოთო.

სახელმწიფოებრივ ღალატს პირდაპირ ეთერში ჩადიან. თქვენ სად ხართ?

ადამიანები ციხეში ვსხედვართ და ციხეს ვუძლებთ. რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

ანტონ ჩეჩინს, რომელსაც 8.6 წელი მიუსაჯეს, რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. ესაა ტრაგედია. ეს არ უნდა დავუშვათ!

ყველაზე აუტანელი ციხეში ყოფნა ჩემთვის იმიტომ არის, რომ ვერ გავდივარ რუსთაველზე.

გთხოვთ, ჩემს მაგივრად მაინც გადით“, - წერს ნინო დათაშვილი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე