მედია - ეუთო-ს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, დელეგაციამ დატოვა

მედია - ეუთო-ს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, დელეგაციამ დატოვა

05-12-2024 16:59
კატეგორიები: მსოფლიო

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამოსვლისას ზოგიერთი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ლავროვის სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ეუთო-ს პლენარული შეხვედრების დარბაზი დატოვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის განცხადებით, ლავროვის გამოსვლის წინ დარბაზი დატოვეს საქართველოს, ჩეხეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის დელეგაციების წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრა მალტაში მიმდინარეობს.

პოსტი ნახა: 360


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!