სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები რუსთაველის თეატრთან იკრიბებიან. კერძოდ, ადგილზე არიან მედიკოსები, მსახიობები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვები.
როგორც რეჟისორმა, პაატა ციკოლიამ აღნიშნა, მათ სურთ ქვეყანაში შექმნილ ეროვნული კრიზისზე ეროვნულ თეატრში ისაუბრონ და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელონ.
„კულტურის სფერო გავერთიანდით გუშინ და აქ მოვედით. რადგან ეროვნული თეატრია და ეროვნული კრიზისია, ამაზე გვინდოდა ეროვნულ თეატრში გვესაუბრა. აბა, სად უნდა მოიყაროს თავი საზოგადოებამ ეროვნულ საკითხებზე სამსჯელოდ, თუ არა ეროვნული თეატრში. იმედი გვქონდა, რომ მოგვცემდა საშუალებას რობერტ სტურუა რომ შიგნით გვესაუბრა, ასევე მოვიწვიეთ სხვა სფეროს წარმომადგენლები ამ ყველაფერზე სასაუბროდ. გვინდოდა მოგვესმინა ყველა მხარისთვის. თუ საზოგადოების ნდობა გვაქვს, ეს ნდობა რომ გავრცელდეს პოლიტიკურ პროცესზე, შუამავლად გვინდა ჩავდგეთ. მოთხოვნებს რომელსაც ჩამოვაყალიბებთ საერთო იქნება”, - აღნიშნა ციკოლიამ.
თეატრის შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია.