მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 180

მოქალაქეები, რომლებიც “ფილარმონიასთან” იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მივიდნენ.

პროტესტის მონაწილეებმა შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები დააშალეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო!”

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შტაბის შიგნიდან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები შეამჩნიეს.

აქციის მონაწილეები მათ მოუწოდებენ, გარეთ გამოსვლისკენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე