ნეპალის დედაქალაქში, პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობა გადაწვეს

ნეპალის დედაქალაქში, პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობა გადაწვეს

09-09-2025 19:38
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 511

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში პროტესტების ფონზე პარლამენტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ანტიკორუფციული პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი გაუჩნდა. პარლამენტის შენობის ფანჯრები ჩამტვრეულია და შენობაზე ანტიკორუფციული წარწერები გაჩნდა.

დემონსტრანტებმა, ასევე, აიღეს სინღა დუნბარი, დიდი კომპლექსი, რომელშიც სამთავრობო ოფისები მდებარეობს. კომპლექსში ასევე მდებარეობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისი, რომელიც ასევე იქნა ამოღებული მიზანში.

არსებული ინფორმაციით, კატმანდუში მდებარე ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტი დახურულია.

ცნობისთვის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შარმა ოლი 9 სექტემბერს დილით მასობრივი პროტესტების ფონზე გადადგა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე