მელიქიშვილის გამზირზე, სადაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის , კახა კალაძის საარჩევნო შტაბი უნდა გაიხსნას, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შტაბის გახსნა მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. შეკრებილები სკანდირებენ: “მონებო, მონებო!”.
აქციის მონაწილეების მხრიდან კახა კალაძის მისამართით ისმის შეძახილები: “კალაძე მონა!”.
მომიტინგეები შეაძახილებით შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც.
ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მათ კორდონი აქვთ გაკეთებული, რის გამოც აქციის მონაწილეებს უშუალოდ შტაბთან მისვლის საშუალება არ აქვთ.