Amnesty International - საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს - უნდა გააუქმოს უსამართლო განაჩენები

Amnesty International - საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს - უნდა გააუქმოს უსამართლო განაჩენები

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 102

საქართველოში დემონსტრანტებისთვის პატიმრობის შეფარდება განსხვავებული აზრის ჩასახშობად მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებას ასახავს, - ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი „ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 20 დემონსტრანტისთვის, მათ შორის, აქტივისტ საბა სხვიტარიძისთვის და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისთვის პატიმრობის განაჩენის გამოტანას ეხმაურება“.

„ანდრო ჭიჭინაძის, საბა სხვიტარიძისა და სხვა პირების სასამართლო პროცესები აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. საქართველოში დემონსტრანტებმა ადამიანის უფლებების დარღვევები განიცადეს, მათ შორის წამება, არასათანადო მოპყრობა, თვითნებური დაკავებები და უსამართლო სასამართლო პროცესები“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „აღნიშნული საქმეები ასობით დემონსტრანტისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლების სისტემურ დარღვევას აღნიშნავს“.

„საბა სხვიტარიძეს, რომელსაც ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით შეეფარდა, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ ეფექტური გამოძიების უფლება არ მიეცა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს უსამართლო განაჩენები და უზრუნველყოს საბა სხვიტარიძის, ანდრო ჭიჭინაძისა და სხვების გათავისუფლება და მათთვის ხელახალი სამართლიანი სასამართლო პროცესების ჩატარება. ყველა, ვინც მხოლოდ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის არის დაკავებული, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე