მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ოახაკას რეგიონში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მატარებელში, რომელიც მექსიკის ყურესა და წყნარ ოკეანეს შორის მოძრაობდა, 241 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა.
მექსიკის გენერალური პროკურორის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.