სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული ქალია.
BM.GE-სთან მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ:
„უშგულში 4 ალპინისტი გიდის გარეშე სრიალებდა, რომელთაგან ერთ-ერთი ზვავს ემსხვერპლა და დაიღუპა. დანარჩენები ზვავის გვერდით აღმოჩნდნენ და გადარჩნენ. მათ დაზიანება არ აღენიშნებათ“.