თურქეთში, სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

27-03-2025 14:00
კატეგორიები: მსოფლიო შემთხვევა

თურქეთში, სათხილამურო კურორტ ულუდაღში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, ტურისტული ბიზნესის სერტიფიკატის არ ქონის გამო იანვარში დახურეს.

ხანძრის დროს სასტუმროში 12 ადამიანი იმყოფებოდა - დაწესებულების და სათხილამურო კურორტის თანამშრომლები.

თურქეთის სათხილამურო და სნოუბორდის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, იაჰია უსტა, მისი მეუღლე და მათი ვაჟი, მოთხილამურე ბერკინ უსტა უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, მამა-შვილი დაიღუპა.

პოსტი ნახა: 453


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე