მიანმარში, სადაც დამანგრეველმა მიწისძვრამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაღუპულთა ხსოვნას დღეს წუთიერი დუმილით პატივი ადგილობრივი დროით 12:51 საათზე, ზუსტად იმ დროს მიაგეს, როდესაც პარასკევს მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ამასთან, მიანმარის მმართველი სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად და ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამაშველო დახმარება მთელი მსოფლიოდან მოიწვიეს, მათ შორის ჯგუფები რუსეთიდან, ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდან.
შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი. ამასთან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც მიწისძვრის ბიძგებმა მიაღწია, ჩამონგრეული მშენებარე ცათამბჯენის ნანგრევების ქვეშ ათობით მუშა რჩება.