Microsoft-მა გაათავისუფლა თანამშრომელი, რომელმაც აღმასრულებელ დირექტორს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა

Microsoft-მა გაათავისუფლა თანამშრომელი, რომელმაც აღმასრულებელ დირექტორს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 134

Microsoft-მა გაათავისუფლა თანამშრომელი, რომელმაც კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, სატია ნადელას, სიტყვის გამოსვლა შეაწყვეტინა, რათა ისრაელის სამხედროებისთვის ტექნოლოგიური აღჭურვილობების მიწოდება და მათი ომში გამოყენება გაეპროტესტებინა.

სიეტლში გამართული დეველოპერების კონფერენციისას, სანამ ოთახიდან გააძევებდნენ, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, ჯო ლოპესი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს სხვადასხვა სიტყვებს უყვიროდა.

აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა აპრილში გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც კომპანიის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ისრაელში დაგეგმილ ღონისძიებებს აპროტესტებდნენ.

გასულ კვირას, Microsoft-მა აღიარა, რომ ღაზაში ომის დროს ისრაელის სამხედროებს ხელოვნური ინტელექტის სერვისებს აწვდიდა. თუმცა, კომპანიამ იქვე დასძინა, რომ დღემდე ვერ მონახეს მტკიცებულება, რომ მათ მიერ მიწოდებული სერვისები და ტექნოლოგიები ადამიანთა დასაბომბად ან მათთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენებოდა.

თანამშრომლებისა და ყოფილი თანამშრომლების ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფი „არა აზური აპარტეიდისთვის“ აცხადებს, რომ Microsoft-მა დაბლოკა შიდა ელფოსტები, რომლებშიც სიტყვები - „პალესტინა“ და „ღაზა“ იყო ნახსენები.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე