რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

5 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 151

ეროვნული ბანკის მიერ 22 მაისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7383 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0924 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7370 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7320 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1000 ლარად, გაყიდვა კი 3.0850 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7390 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7350 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.0980 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.0750 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7390 ლარად, გაყიდვა კი - 2.7340 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1050 ლარად, გაყიდვას კი - 3.0850 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7400 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7150 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1000 ლარად, გაყიდვა კი 3.0600 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე