„შემცირდა ემიგრაციის ტალღა და ვაკანტური დარჩა ბინები“ - რატომ იაფდება ქირა

„შემცირდა ემიგრაციის ტალღა და ვაკანტური დარჩა ბინები“ - რატომ იაფდება ქირა

23-05-2025 12:08
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 895

ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში საცხოვრებელი ბინების ქირა იაფდება. სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის ანალიზი აჩვენებს, რომ მარტში ბინის ქირა დედაქალაქში დაახლოებით 4-10%-ის ფარგლებში შემცირდა და 1 კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი ფასი 9.5 დოლარიდან 10.6 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

„ბიზნესპრესნიუსთან“ ფასების შემცირების მიზეზებზე საუბრისას „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა და უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა ვაჟა მებაღიშვილმა აღნიშნა, რომ ომის გამო მომხდარი ემიგრაციის ტალღა შენელდა, ფასები კი ჩვეულ ნიშნულს უბრუნდება.

„ომის შემდეგ აქტიურმა ემიგრაციის პერიოდმა ხელი შეუწყო ფასების სწრაფ ზრდას - ელვისებურად მოხდა ეს ყველაფერი, გაზრდილმა ფასმა კი არასწორი მოლოდინი გაუჩინა ბინის მესაკუთრეებს. მაშინ არსებული მოთხოვნა, ქმნიდა ამ მოლოდინებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, შემცირდა ემიგრაციის ტალღა და ვაკანტური დარჩა ბინები. შედეგად, მესაკუთრეებს მოუწიათ ფასის დაკლება, რადგან დროში არ გაწელილიყო და გაექირავებინათ ეს ბინები“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ქირა ძირითადად ბიუჯეტურ საცხოვრებელ ბინებზე შემცირდა, პრემიალური ბინების ქირის ფასი კი სტაბილური რჩება.

„ჩემი პრაქტიკის 15 წლის განმავლობაში თითქმის ყოველთვის სტაბილური იყო ქირის ფასი ისეთ პრემიალურ უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და აქვს სწორი გეგმარება. მსგავსი ტიპის საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასი ყოველთვის იყო შედარებით მაღალი და ეჭირა ეს ფასი. იყო პერიოდი, როცა ძალიან გაძვირდა და ლოგიკურ ნიშნულს ასცდა, მაგრამ მაინც ინარჩუნებდა და ახლაც ინარჩუნებს ფასს. მეტსაც გეტყვით, ლიმიტირებულიც კი არის ასეთი უძრავი ქონება და შესაბამისად, მათზე არსებული მოთხოვნა განსაზღვრავს მის სტაბილურ ღირებულებას. საკმაოდ მოთხოვნადია იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როტაციების პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად დგება ხოლმე დღის წესრიგში მათი მოძებნის საჭიროება. ფასი ყოველთვის უჭირავს, თუმცა, გვაკლია ასეთი ტიპის უძრავი ქონება. აღსანიშნავია, რომ ქირის ფასი შემცირებულია ძირითადად ბიუჯეტური ტიპის საცხოვრებელ უძრავი ქონებაზე“, - აღნიშნავს მებაღიშვილი.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე